დღევანდელი დღე დაეთმო etwinning-ის საინფორმაციო პორტალს. შევისწავლეთ როგორ მოვიძიოთ პარტნიორები და ჩავერთოთ საინტერესო პროექტებში, მოვახდინოთ მასალების ატვირთვა ბლოგზე. ამ ეტაპით დამთავრდა ჩვენი ტრენინგები. გაიმართა ვახშამი, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზით დამთავრდა - ტორტი სასტუმროს ადმინისტრაციისაგან და სერთიპიკატები მასწავლებლის სახლისგან .ასეთი სინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგებისათვის მადლობა ყველა ორგანიზატორს გაწეული მუშაობისთვის.
e-twinningPlus trainings
Thursday, 31 October 2013
დღე 3
დღეს კიდევ ერთხელ ვიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტის მიზნებზე, განვიხილეთ თანამშრომლობითი პროექტები, ვისაუბრეთ რა სარგებლობა აქვს ამ ტიპის პროექტებს მოსწავლეებისთვის , მასწავლებლებისთვის და ასევე რა სახის საფრთხეებმა შეიძლება იჩინოს თავი პროექტზე მუშაობისას, მათი აღმოფხვრის გზები, განვიხილეთ ევროკავშირის საკვანძო კომპეტენციები, თუ რა საშუალებით უნდა მოხდეს კომუნიკაცია მუშაობისა და შედეგების წარდგენისას. გავაკეთეთ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები და სხვა. ასეთი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მოვაწყეთ ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში. რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა ჩვენგანზე.
Tuesday, 29 October 2013
დღე 2
დღეს მოვახდინეთ პირველი დღის შეჯამება და საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ვისაუბრეთ რა არის საგანმანათლებლო პროექტი და რა დანიშნულება აქვს, ჩამოვაყალიბეთ პროექტის კრიტერიუმები და ინდიკატორები. დავსახეთ პარტნიორთა მოძიების გზები და სხვა. დავიღალეთ, მაგრამ ხვალ სასიამოვნო განტვირთვა გვაქვს-პრომეთეს მღვიმე.
დღე 1
28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით დაიწყო e-twinningPlus-ტრენინგები წყალტუბოს ულამაზეს სასტუმროში Tskaltubo Spa Resort
ეს არის თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა, რომელიც ხორციელდება ელექტრონულად. ტრენინგი საინტერესოდ მიმდინარეობს. გავიცანით პროექტში ჩართული პედაგოგები, ვისაუბრეთ პროექტის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე, შევასრულეთ სხვადასხვა ინტერაქტიული დავალებები და ბოლოს მოხდა პირველი სამუშაო დღის შეჯამება.
ეს არის თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა, რომელიც ხორციელდება ელექტრონულად. ტრენინგი საინტერესოდ მიმდინარეობს. გავიცანით პროექტში ჩართული პედაგოგები, ვისაუბრეთ პროექტის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე, შევასრულეთ სხვადასხვა ინტერაქტიული დავალებები და ბოლოს მოხდა პირველი სამუშაო დღის შეჯამება.
Subscribe to:
Comments (Atom)
